აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

კონფერენცია რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე
17 ივნისი 2023

მედიასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „მედიის განვითარება და საარჩევნო პროცესების გაშუქების ახალი მიდგომები“ გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ორგანიზებით, ევროპის საბჭოს (CoE) პროგრამის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს ადელსბახმა გახსნეს.
გიორგი შარაბიძემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების ფართო მასშტაბით გამოყენებით ჩატარებული არჩევნებისას მიღებული გამოცდილების, მიგნებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე ისაუბრა საარჩევნო გარემოს განვითარებასა და ელექტრონული საშუალებების ფართოდ დანერგვის პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირებაში მედიის განსაკუთრებული როლის შესახებ.
კონფერენციის მიმდინარეობისას არჩევნების დროს გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც გაიმართა და მედიის წარმომადგენლებმა თავად მიიღეს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში.
კონფერენციის მეორე დღეს მედიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმას, ასევე ცნობიერების ამაღლებისა და ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. გაიმართა დისკუსია საარჩევნო საკითხებზე.
კონფერენცია 15-16 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობას რეგიონული მედიის 25-მდე წარმომადგენელი იღებდა. შეხვედრას მოდერაციას ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია უწევდა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016