აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი უსკოში
13 თებერვალი 2023

10 თებერვალს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეებმა გახსნეს. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა საკანონმდებლო სიახლეები გააცნო მონაწილეებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვაზე საარჩევნო პროცესში, ხოლო სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრის ბოლოს ცესკოსა და უსკოს ხელმძღვანელმა პირებმა 2024 წლის არჩევნების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
2024 წლის არჩევნები საქართველოში ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016