აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირვებლები - 2008 (ხელახალი)
საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკოს თავმჯდომარე.
რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა(7 დეკემბერი) და წარუდგინოს დამფუძნებელი დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი.
უსკოში რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი) და იმ საარჩევნო ოლქების მითითებით, სადაც ისინი დააკვირდებიან არჩევნებს.