აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
დამკვირვებლის უფლებები - 2008 (ხელახალი)

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
 
 
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და დააკვირდეს პროცესის ყველა ეტაპს;
გ) კენჭისყრის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს;
დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
ე) დააკივირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
ვ) დაესწროს ხმების დათვლასა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში,რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;
მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლასა და ოქმების შედგენას;
 ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
 
 
 
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
 
 
 
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში და ხელი შეუშალოს მათ განხორციელებას;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოხატვაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა ან ნიშანი;



                                                                  უსკოს 07.08.12 წ. №5 დადგენილება
                                                                                                           დანართი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია.
მუხლი 1. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის უსკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს:
1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი;
2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია;
3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა უსკოს უნდა წარმოუდგინოს, თუ:
ა) სხვა სახელმწიფოს (ხელისუფლების ორგანოს) წარმომადგენელია – განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
საერთაშორისო დამკვირებელი ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო.
გ) თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია, 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია  ცესკოს მიერ, მას შეუძლია დამკვირვებელები წარმოადგინოს მხოლოდ უსკოში.
მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე საბუთების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში უსკო უფლებამოსილია:
ა) რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუ მისი საბუთები შეესაბამება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დასაბუთებული უარი უთხრას ორგანიზაციას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ,,აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მას დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს უარის თქმიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
მუხლი 4. უსკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს უსკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მუხლი 5. უსკოსა და ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა, უსკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და უსკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული ანკეტები.
მუხლი 6. თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, უსკოს რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.
მუხლი 7. მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, უსკოს მდივანი, კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე უსკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მუხლი 9. დამკვირვებლებზე გაიცემა სამკერდე ნიშანი – დამკვირვებლის მოწმობა.

 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016