აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
ინსტრუქცია ადგილობრივი დამკვირვებლებისათვის - 2008

         ადგილობრივ დამკვირვებელთა ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკოს  
 თავმჯდომარე.
      ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. რეგისტრაციაში გატარების მიზნით, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განაცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა(24 ოქტომბერი) და წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო  ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
         უსკოში რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს უსკოში დანიშნულ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს - საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ამავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი,სახელი,რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც ის დააკვირდება არჩევნებს.
        ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
 
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ჯიქია
ტელ: 899 33 41 33
ელ.-ფოსტა: kjikia@sec.ge
 
მერაბ წულუკიძე
ტელ: 899 79 09 47
 

აკრედიტირებული ადგილობრივი დამკვირვებლები

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში  რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:
 
1.,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; საკონტაქტო ტელ.: 7-66-68 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N26 14.09)  
 
2.,,სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური  უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია"; საკონტაქტო ტელ.: 893 28 87 23 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N33 23.09)
 
3.,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება";საკონტაქტო ტელ.: 7-08-77 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N34 23.09)
 
4.,,მიუსაფართა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია". საკონტაქტო ტელ.: 7-37-63, მობ.: 877 44 49 14 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N32 23.09)
 
5.,,ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია". საკონტაქტო ტელ.:7-14-43
მობ.:877 57 77 09(უსკოს თავმჯ.-ის განკ.N35 26.09)
 
6.,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა". საკონტაქტო ტელ.: 98 22 82 ( უსკოს თავმჯ.-ის განკ.N50 11.10)  
 
7.ფონდი ,,სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი". (უსკოს თავმჯ.-ის განკ.N52 13.10). საკონტაქტო ტელ.: 877 78 89 63
 
8.საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო".(უსკოს თავმჯ.-ის განკ.N51 13.10). საკონტაქტო ტელ.: 877 78 89 63
 
9.,,სამართლებრივი განვითარების საზოგადოება". (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N57 19.10). საკონტაქტო ტელ.: 895 93 02 02
 
 
 
 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016