პარმენ ჯალაღონია
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
პარმენ ჯალაღონია დაიბადა 1975 წლის 23 მარტს გულრიფშის რაიონის სოფ. დრანდაში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება:
1999 - 2004 - იყო საქართველოს პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული კათედრის მასწავლებელი;
2000 - 2004 - ბათუმის აკადემიური გიმნაზიის საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლების მასწავლებლი;
2000 - 2004 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი;
2004 - 2006 - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული კათედრის მასწავლებელი;
2005 - 2007 - ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
2007 - 2009 - აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის სამეგრელო-ზემო სვანეთში ხელმძღვანელის რწმუნებული ბათუმში;
2009 - 2010 - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროგრამების კოორდინატორი;
2010 - 2012 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე;
2012 - 2014 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
2014 - 2016 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
2016 წლის ივლისიდან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
დამატებითი გამოცდილება:
2003 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტი "საზოგადოება და ინფორმაციის თავისუფლება"- იურისტი.
2001 - 2002 - საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ განხორციელებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანერგვისა და პოპულარიზაციის პროგრამა, იურისტ-კონსულტანტი;
2000 - 2001 - ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს მიერ განხორციელებული "განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მენეჯმენტის" პროგრამის ტრენერი;
2006 - 2008 - ქ. ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებული საზოგადოებრივი კონტროლის (მონიტორინგის)კომისიის წევრი, "საერთაშორისო განათლების ცენტრი"-ს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი. (სკოლის მართვა და სისტემური განვითარება);
2005 - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი "უფლებადაცული მოქალაქეების" დირექტორი;
2005 - 2007 - ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი "გაუმჯობესებული სამართალდამცავი სისტემა და უფლებადაცული მოქალაქეების" დირექტორი;
2010 - აშშ განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "მედია დემოკრატიული არჩევნების მხარდასაჭერად", დირექტორი.
2010 - 2011 - ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი "სიტყვის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობა აჭარაში", პროექტის კოორდინატორი;
1999, 2003, 2004 წლების საქართველოს პარლამენტის, 2000, 2004 წლების საქართველოს პრეზიდენტის, 2002, 2006, 2010 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის, 2004 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს და 2012 წლის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დამკვირვებელი ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში.
საკონტაქტო ტელეფონი: (422) 27 10 50
ელ.- ფოსტა: parmen.jalaghonia@sec.ge