აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის თანახმად (მუხლი 66) უსკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სადამკვირვებელო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, ასევე აკრედიტებული მედიის ორგანიზაციების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე,
რეგისტრირებულ სადამკვირვებელ და მედიის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, სათანადო საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (16 ნოემბრის 18:00 საათამდე) წარუდგინონ დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ახალი/დამატებითი სიები.