საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების დამკვირვებლის სტატუსს მოიპოვებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და ადამიანის უფლებების დაცვას.
ამასთანავე, ორგანიზაცია რეგისტრირებული უნდა იყოს კენჭისყრის დღემდე მინიმუმ 1 წლით ადრე სტატუსის მისაღებად.
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას განცხადებით უნდა მომართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (16 ოქტომბერი), ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა(19 ოქტომბერი).
დამკვირვებლად რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა კენჭისყრამდე 5 დღითადრე (21 ოქტომბერი) უნდა უზრუნველყონ დამკვირვებელთა სიის წარდგენა უსკოში.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებლებს ავტომატურად აქვთ უფლება დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს აჭარაში მოქმედ ოლქებსა და უბნებში. უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით კი, რეგისტრირებისთვის უნდა მომართონ უსკოს.
ორგანიზაციებს, რომლებიც მხოლოდ აჭარაში დააკვირდებიან არჩევნებს, რეგისტრაცია უნდა გაიარონ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.
ყურადღება!
დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (მის.: ბათუმი, გოგებაშვილის 2)
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 57 10 49.