საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ უსკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.
განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).
კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.
აკრედიტებული მედიისა და პრესის საშუალებები:
,,ტელეარხი 25"-ის თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N1
ააიპ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ინტერნეტ გამოცემა „ფაქტ-მეტრის“ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N2
მედია კავშირ "ობიექტივის" თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N3
სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N4
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - მდივნის განკარგულება N5
საინფორმაციო სააგენტო "შენი მედია გუნდი" - მდივნის განკარგულება N6
გაზთი "ბათუმელები" - მდივნის განკარგულება N8
ტელეკომპანია "იმედი" - მდივნის განკარგულება N10
შპს ,,გაზეთი აჭარა და ადჟარიას’’ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N11
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N12
"სტუდია მაესტროს“ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N14
ტელეკომპანია GDS -ის თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N15
რადიო "თავისუფლებ"-ის თანამშრომელი - მდივნის განკარგულება N18
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N19
საინფორმაციო ცენტრი ,,შპს რეგნიუს.გე“ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N25
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N28
საინფორმაციო ცენტრის შპს „რეგნიუს.გე“-ს თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N29
შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N31
საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის’’ თანამშრომლები - მდივნის განკარგულება N32