აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა სტუდენტებთან
11 აგვისტო 2025

 

დღეს უმაღლეს  საარჩევნო კომისიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა სტუდენტური პროექტის ,,ვიზიტები სახელმწიფო უწყებებში” ფარგლებში მოეწყო. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია უსკოს საქმიანობის შესახებ, ასევე ისაუბრა ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესში იქნა გამოყენებული. შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებში  ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა და მათი მონაწილეობის აუცილებლობა.
უსკოს წევრმა ირაკლი გვარჯალაძემ სტუდენტებისთვის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების დემონსტრაცია მოაწყო. შეხვედრის ბოლოს გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016