აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს თავმჯდომარემ ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა
26 ნოემბერი 2024

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები წარადგინა.

უსკოს თავმჯდომარემ დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და სამანდატო კომისიის წევრების არჩევის შემდეგ, წარმოადგინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ და უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა უმაღლეს საბჭოს.
პარმენ ჯალაღონიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოქმედებდა. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები ღია იყო საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარისათვის.
უსკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს და ჩართულ მხარეებს მათი პროფესიონალიზმისა და საარჩევნო პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016