აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია ამომრჩეველთათვის!
05 ოქტომბერი 2024

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ყველა ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნის მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ინფორმაციის მოპოვება მარტივად შეგიძლიათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ან მიმართეთ თქვენს საარჩევნო ოლქს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების მოთხოვნა შეგიძლიათ არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (7 ოქტომბერი). მონაცემების დაზუსტების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 ოქტომბერი.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ელექტრონული კენჭისყრის უბნების ორგანიზებამ აჭარაში საარჩევნო უბნები 33-ით შეამცირა. შესაძლოა თქვენ ხმის მისაცემად წელს სხვა უბანში მოგიხდეთ მისვლა, ან იგივე უბანს მინიჭებული ჰქონდეს სხვა ნომერი. საარჩევნო ადმინისტრაცია წინასწარ გაწვდით ინფორმაციას ამ ტექნიკური ცვლილების შესახებ და განგიმარტავთ მის გამომწვევ მიზეზს, რადგან ამომრჩეველს საარჩევნო ბარათის მიღების დროს პასუხი ჰქონდეს არსებულ ცვლილებაზე.
გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი.
ამასთანავე შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით, ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. სიახლეა, ის რომ წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ.
არ დაკარგო შენი ხმა!

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016