აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
29 ოქტომბერი 2020

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა სიის წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოს მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლის სტატუსით უსკოში რეგისტრირებულია 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: 

ა(ა)იპ „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო“;
ა.(ა).ი.პ. „მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობა";
ა.(ა).ი.პ. „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“;
ა.(ა).ი.პ. „რეგიონალური კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი;
ა.(ი).ი.პ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია“.
შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს აჭარის მასშტაბით დააკვირდება 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 120 დამკვირვებელი.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად. უმაღლეს საბჭოში, 21 წევრი აირჩევა, მათ შორის 18 პროპორციული წესით, ხოლო 3 მაჟორიტარული წესით.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016