აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში
17 ოქტომბერი 2019

 აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში გამართულ საპარლამენტო (სეიმისა და სენატის) არჩევნებს დააკვირდნენ. უსკოს წევრები ზურაბ გოლიაძე და რამაზ გოლომანიძე, უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნესტან ნაკაშიძე და ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი სოფიო ცეცხლაძე, ასევე საარჩევნო პროცესების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი- გიორგი რიჟვაძე ვარშავაში პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მიწვევით იმყოფებოდნენ. ისინი საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესს დააკვირდნენ.  
 პოლონეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო (სეიმისა და სენატის) არჩევნები 13 ოქტომბერს გაიმართა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო რუკა
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
ცენტრალური საარჩევნო კომისია


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016