აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი ბრანდერბურგში
09 სექტემბერი 2019

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი ბრანდერბურგში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მაკა ლომაძე, ამავე დეპარტამენტის ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი, რუსუდან ანანიაშვილი ლანდტაგის პრეზიდენტის მიწვევით ბრანდერბურგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს დააკვირდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბრანდერბურგის ფედერალური მიწის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ბრუნო კუპერს შეხვდნენ და ბრანდერბურგის საარჩევნო პროცესის ადმინიტრირებას გაეცნენ.
პოტსდამის მუნიციპალიტეტში, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემასთან დაკავშირებით ასევე შეხვედრა გაიმართა ბრანდეებურგის საარჩევნო კომისიის წევრ მიხაელ შრევესთან.
საარჩევნო დავებზე შეხვედრა ბრანდერბურგის ფედერალური მიწის საარჩევნო კომისიის წევრ ფრანკ იენდროსათან გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ბრანდერბურგში არსებული დავების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციები და დავების გადაწყვეტის პრაქტიკული მაგალითები.
უსკოს თანამშრობლები დააკვირდნენ როგორც საარჩევნო ბიულეტენით, ასევე ფოსტის საშუალებით ხმის მიცემისა და შეჯამების პროცესს.

ამომრჩეველთა სია
არჩევნები 2016
შედეგები 2016
მეორე ტურის შედეგები
საარჩევნო უბნების რუკა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016