აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

უსკოს ვიზიტი ბელგიაში
29 მაისი 2019

მიმდინარე წლის 23-26 მაისს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები ბელგიაში ევროპარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ, სადაც ასევე პარალელურად გაიმართა ქვეყნის ფედერალური და ადგილობრივი არჩევნები.
ვიზიტის მიზანი იყო ევროპულ არჩევნებზე დაკვირვება და ევროპული ინსტიტუციების გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესისა და მისი ორგანიზების დახვეწისათვის. ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა-პრეზენტაცია ბრიუსელში, შინაგან საქმეთა ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც საერთაშორისო დამკვირვებლებს გააცნეს ქვეყნის საარჩევნო სისტემა და ელექტრონული ხმის მიცემის სპეციფიკა. 26 მაისს, არჩევნების დღეს, დელეგაციის წევრები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ბრიუსელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ, ასევე იმ უბნებს ეწვივნენ, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდებოდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კი დააკვირდნენ ხმების დათვლისა და შეჯამების პროცედურებს.
დელეგაცია ბელგიის საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიწვია და მის შემადგენლობაში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი ზურაბ გოლიაძე, ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი- მაკა ლომაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი - ნესტან ნაკაშიძე და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი - რუსუდან ანანიაშვილი შედიოდნენ.

ამომრჩეველთა სია
არჩევნები 2016
შედეგები 2016
მეორე ტურის შედეგები
საარჩევნო უბნების რუკა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016