აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს პროექტის მესამე ეტაპი ქედის რაიონის სკოლებისათვის
16 ოქტომბერი 2018

12 ოქტომბერს, უსკოს საინფორმაციო – სასწავლო პროექტი ,,ჩემი პირველი არჩევნები’’ ქედის რაიონის სკოლებში გაგრძელდა. უსკოს ტრენერები ეწვივნენ ახოს პირველ საჯაროს, გეგელიძეების, ცხმორისისა და სოფელ ახოს საჯარო სკოლებს და მოსწავლეებს ესაუბრნენ არჩევნების სახეებისა და საქართველოს არჩევითი ორგანოების შესახებ, საარჩევნო პრინციპების, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ერთი ხმის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდათ იმიტირებული კენჭისყრა.
პროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016