აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

სხდომა უსკოში
04 ოქტომბერი 2018

4 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. უსკოს აპარატის რეორგანიზაციის შედეგად, კანონის თანახმად განხორციელდა გარკვეული სახის ტექნიკური ცვლილებები, როგორც პროაქტიული გამოქვეყნების წესში, ასევე საჯარო რეესტრის ფორმებსა და საარჩევნო კომისიის ბლანკის ფორმებში და საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ბეჭდისა და შტამპის ფორმებში. შედეგად მიღებული იქნა დადგენილება:"საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ", ასევე შემდეგი განკარგულებები:
განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის დადგენის შესახებ;
განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებზე საჩივრის განხილვისას მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე;
განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისაში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ;
განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ;
განკარგულება - საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ბეჭდისა და შტამპის ფორმის დამტკიცების შესახებ;
განკარგულება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 26 დეკემბრის №6 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016