აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

27 აგვისტოს სხდომა
27 აგვისტო 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 27 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს.

კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უმაღლეს საარჩევნო კომისიის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად ოთხი ახალი დეპარტამენტის შექმნას, რომლებიცაა: საოქმო სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი (რომელშიც გაერთიანდა საარჩევნო პროცესების მართვის განყოფილება),იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი(რომელშიც გაერთიანდა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება),ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი(რომელშიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინსტიტუციური ურთიერთობის განყოფილებები გაერთიანდა) და საფინანსო საბიუჯეტო დეპარტამენტი. 

კომისიამ ასევე დადგენილებით განსაზღვრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალი, რომელთაც არ ესაჭიროებათ საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი და განკარგულებით დაამტკიცა უსკოს ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და უსკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებები.

 

 

 

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016