აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია


ქარ / ENG
 Untitled Document

უსკოს კონკურსის მესამე ეტაპის შედეგები
31 ოქტომბერი 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მესამე, საბოლოო ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს. კონკურსში მონაწილე 8 კანდიდატიდან გამოცხადდა ყველა კონკურსანტი. ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატებმა გაიარეს გასაუბრება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა.ფუნქციები და უფლებამოვალეობა;
ბ.საკონკურსო თემატიკა;
გ.საქმიანი თვისებები და კომპეტენცია;
დ.პიროვნული უნარ ჩვევები.

კომისიის წევრთა მიერ შეჯამების შედეგად, ღია კონკურსის მესამე ეტაპი გადალახეს შემდეგმა კანდიდატებმა:
1.ანანიაშვილი რუსუდან;
2.ბაკურიძე მეგი;
3.ლომაძე მაკა;
4.ნაკაშიძე ემმა;
5.შაინიძე დურმიშხან.

7 ქულიანი,მინიმალური ბარიერი ვერ გადალახეს შემდეგმა კონკურსანტებმა:
ზოიძე თამარი;
მელაძე მაია;
ხახუტაიშვილი ნანა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საკონკურსო კომისიის მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის N8 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად ცხადდება ის კონკურსანტი, რომელიც ქულათა მეტ რაოდენობას მიიღებს, შესაბამისად კონკურსში გაიმარჯვეს შემდეგმა კანდიდატებმა:

ლომაძე მაკა - ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი, 9,5 ქულა.
ანანიაშვილი რუსუდან  - ინსტიტუციური განვითარების სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 9,71 ქულა;
ნაკაშიძე ემმა  - ინსტიტუციური განვითარების სამსახურის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 9,2 ქულა.

 

ამომრჩეველთა სია
არჩევნები 2016
შედეგები 2016
მეორე ტურის შედეგები
საარჩევნო უბნების რუკა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016