აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია კონკურსის შესახებ
09 ოქტომბერი 2017

2017 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისათვის განაცხადების მიღება.
საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებადი ვებგვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 57 კანდიდატი, რომელთა შორის 5 კანდიდატი დარეგისტრირდა სამივე ვაკანსიაზე.
 კომისიის აპარატის ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შემოვიდა 15 განაცხადი, სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად - 20 განაცხადი,ხოლო სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - 22 განაცხადი.
 საკონკურსო კომისია 10 დღის ვადაში განიხილავს შემოსულ განაცხადებს. ინფორმაცია მომდევნო ეტაპზე გადასული და გადაულახავი კანდიდატების შესახებ გამოქვეყნდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე, ასევე ცალკეულად დაეგზავნება თითოეულ მონაწილე კანდიდატს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსის მომდევნო ეტაპის შესახებ კი საკონკურსო კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 999 852 ნერვისტან ფაღავა (საკონკურსო საატესტაციო სამდივნოს ხელმძღვანელი).

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016