აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ღია კონკურსი უსკოში
26 სექტემბერი 2017

 2017 წლის 25 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:ა) ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი;
ბ) ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ІІ კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
გ) ინსტიტუციური განვითარების სამსახურის ІІІ კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
 ღია კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტებს ეძლევათ 10 დღის ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით. საბუთების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით- www.hr.gov.ge.
 კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი წარმოადგენს კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. კონკურსანტის მიერ საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტი კონკურსის მომდევნო ეტაპზე არ დაიშვება. ღია კონკურსის მეორე ეტაპზე, ინგლისური ენის ცოდნაში შემოწმდებიან კონკურსანტები იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, სადაც აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრულია ინგლისური ენის ცოდნა, კერძოდ სამსახურის უფროსისა და ІІ კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის წერითი და ზეპირი დავალების მიცემით, ხოლო ІІI კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმება მოხდება ზეპირი დავალების მიცემით. კონკურსის მესამე, საბოლოო ეტაპი არის გასაუბრება, რომელსაც გაივლიან სამივე ვაკანსიაზე წარდგენილი კანდიდატები, საჯარო მოხელეთა სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში.
 დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 999 852 ნერვისტან ფაღავა (უმაღლესი საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი). ასევე იხილეთ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016