აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ინფორმაცია კონკურსის შესახებ
15 ივნისი 2017

2017 წლის 15 ივნისს ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საკონკურსო -  საატესტაციო კომისიის სხდომა. დასრულდა პირველი ეტაპი კონკურსისათვის - ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე,  სადაც შეჯამდა გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი (განცხადების გადარჩევა). კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა მონაცემების გადამოწმების შედეგად განისაზღვრა იმ კონკურსანტთა ჩამონათვალი, რომლებმაც გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი და დაშვებულნი არიან კონკურსის მეორე ეტაპზე.

იმ კონკურსანტთა სია, ვინც გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი:
იმ კონკურსანტთა სია, ვინც ვერ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი:

კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება 18 ივნისს გაიმართება ელექტრონული ფორმით. ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, კერძოდ:
1.საქართველოს კონსტიტუცია -10 კითხვა;
2.საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ -20 კითხვა;
3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ -10 კითხვა;
4.საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ – 5 კითხვა;
5.საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (І, ІІІ, ІV, VІ თავები) -5 კითხვა.
ტესტური დავალება შედგება პირობისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი პასუხი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით. გამსვლელი მინიმალური ზღვარია 70 % ანუ 50 კითხვიდან არანაკლებ 35 კითხვაზე სწორი პასუხი. კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც გადალახავენ მინიმალურ გამსვლელ ზღვარს. ტესტირებისათვის მონაწილეს ეძლევა 1 სთ.30 წუთი.
ტესტირება ტარდება შემდეგ მისამართზე: ბათუმი, სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი: ნიკო ფიროსმანის ქუჩა N-12.
ჩატარების დრო ეცნობება თითოეულ კანდიდატს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
კონკურსანტთა საყურადღებოდ!
ტესტირების დღეს კონკურსანტი ტესტირებაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდეს ტესტირების ჩატარების ადგილას, ტესტირების დაწყებამდე 1 საათით ადრე (გამოცხადების დრო თითოეულ კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით). ტესტირების მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა). პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გარეშე პირი ტესტირებაზე არ დაიშვება. კონკურსანტი, რომელიც დადგენილ დროში არ გაივლის რეგისტრაციას, ტესტირებაზე არ დაიშვება. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად მიზეზისა, მონაწილე ფასდება 0 ქულით.
ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს უსკოს საკონკურსო -საატესტაციო კომისია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 999 852 ნერვისტან ფაღავა (საკონკურსო საატესტაციო სამდივნოს ხელმძღვანელი). 

იხილეთ  ტესტები

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016