აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

23 ოქტომბრის სხდომა
23 ოქტომბერი 2016

23 ოქტომბრის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 5 ძირითად საკითხზე იმსჯელეს.
დადგენილებით დამტკიცდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურისთვის N80 ქედის, N82 შუახევის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი. სამივე ოლქის ხარჯები შეადგენს ჯამში 37 450 ლარს, რაც მოიცავს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საწვავის და სხვა საჭირო საქონლის შეძენის ხარჯებს, ასევე ოლქების დამხმარე პერსონალის ანაზღაურებას. სულ 23 თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 9 500 ლარია.
იმ საოლქო საარჩევნო კომისიებითვის, სადაც მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება, განკარგულებით დამტკიცდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა, 7-7 ქედასა და შუახევში, ხოლო 9 ხულოში.
განკარგულებითვე განისაზღვრა N73 ხულოს მაჟორიტარულ ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების თანამდებობრივი სარგოები.
დღესვე კომისიის წევრებმა იმ საარჩევნო უბნებისთვის სადაც მხოლოდ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ტარდება დაამტკიცეს საკონტროლო ფურცლის ფორმა.
განკარგულებით შეიქმნა საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა ჯგუფი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016