აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

პარტიული სიების შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა
13 სექტემბერი 2016

13 სექტემბრის მდგომარეობით უსკოში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია. ესენია:
,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია";
,,მურმან დუბაძე, მედეა ვასაძე - ემსახურე საქართველოს";
,,უსუფაშვილი - რესპუბლიკელები"
აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიულ სიებთან დაკაშირებით პროცედურები საბოლოოდ 18 სექტემბერს უნდა დასრულდეს. უსკოში ჯამში 15 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული.
არჩევნებამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა კი უსკოს თავმჯდომარემ განკარგულებით რეგისტრაციაში გაატარა იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი პარტიული სიები, რომლებმაც უკვე გამოასწორეს ხარვეზები (ან საერთოდ არ ჰქონდათ) და მათ მიერ წარმოდგენილი თანდართული საბუთები აკმაყოფილებდა საარჩევნო კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016