აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საიას საჩივრის განხილვა
25 აგვისტო 2016

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ბათუმის 79-ე ოლქის გადაწყვეტილება, საიას საჩივართან დაკავშირებით, ძალაში დატოვა. საკითხს მხარი დაუჭირა კომისიის 8 წევრმა.

თითქმის 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ კომისიის წევრებმა, პირველ რიგში კენჭი უყარეს უსკოს წევრის თორნიკე მჟავანაძის წინადადებას, ბათუმის N79-ე ოლქის, 6 აგვისტოს, გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხს კომისიის მხოლოდ 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 9 კი წინააღმდეგი წავიდა.

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში, რადგან როგორც ოლქმა, 6 აგვისტოს გადაწყვეტილებაში განმარტა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, თუ ის არ იმყოფება საქართველოში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმის N79-ე ოლქის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, უსკოში მათ მიერ 1 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2016 წლის 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერის ჩვენებას.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
სტრატეგია 2019-2020
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016