უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს კენჭისყრის დღეს უბნების ადაპტირების აუცილებლობაზე, რათა შშმ პირებმა შეუფერხებლად შეძლონ ხმის მიცემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით შშმ პირებისთვის 3634 უბნიდან 1103 უბანია ხელმისაწვდომი.უმაღლესი საარჩევნო კომისია შეეცდება ცესკო-სთან თანაშრომლობით, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში მეტი უბანი მოაწყოს სტანდარტების შესაბამისად, რათა შშმ პირებმა სრულფასოვნად შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების განხორციელება.