აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

Untitled Document
აკრედიტებული ადგილობრივი დამკვირვებლები - 2008 (ხელახალი)

 ადგილობრივ დამკვირვებელთა ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკოს  

 თავმჯდომარე.
      ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. რეგისტრაციაში გატარების მიზნით, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განაცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა(4 დეკემბერი) და წარუდგინოს თავისი წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო  ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
         უსკოში რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს უსკოში დანიშნულ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს - საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ამავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი,სახელი,რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც ის დააკვირდება არჩევნებს.
        ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.
 
საკონტაქტო პირი:
ქეთევან ჯიქია
ტელ: 899 33 41 33
ელ.-ფოსტა: kjikia@sec.ge
 
მერაბ წულუკიძე
ტელ: 899 79 09 47
 

აკრედიტირებული ადგილობრივი დამკვირვებლები
 
1.,,სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური  უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია"; საკონტაქტო ტელ.: 893 28 87 23 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N86 01.12) - დამკვირვებლები (უსკოს მდივნის განკ. N63 02.12)
 
2.,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება";საკონტაქტო ტელ.: 7-08-77 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N88 05.12) - დამკვირვებლები (უსკოს მდივნის განკ. N66 10.12)
 
3.,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; საკონტაქტო ტელ.: 7-66-68 (უსკოს თავმჯ.-ის განკ. N89 05.12)  - დამკვირვებლები  (უსკოს მდივნის განკ. N65 10.12)
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016