აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის, 2016 წლის 21 ოქტომბერს მიღებული დადგენილების თანახმად მედია საშუალებების აკრედიტაციის ვადა, რომლებსაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მიეცათ აკრედიტაცია, გაგრძელდა არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.
ამავე დადგენილებით, საბოლოო შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაგრძელდა ვადა საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
გარდა ამისა, უკვე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და აკრედიტებულ მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმომადგენლების დამატება შესაბამის საარჩევნო კომისიებში განმეორებითი კენჭისყრის/მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა. (დადგენილება N14)