აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

არჩევნებისთვის მზადების შესახებ
02 ნოემბერი 2008


     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებისთვის აჭარის ექვსივე ოლქის 334  საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია. უბნებში ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად დაიწყება დილის 8 საათზე და კანონის შესაბამისად 20 საათამდე გაგრძელდება. 
    ყველა ოლქში უკვე შეტანილია საარჩევნო ბიულეტენები და მიმდინარეობს მათი გადაცემა საარჩევნო უბნებზე, ბათუმსა და ქალაქ ქობულეთში უბნებზე დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. 200-ზე მეტ უბანზე დაიდგა ფაქსის აპარატები, რაც საშუალებას იძლევა საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები დაუყოვნებლივ იქნას მოწოდებული უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. გატარებულია ყველა ღონისძიება, რათა  არჩევნებმა სამართლიან და თავისუფალ ატმოსფეროში ჩაიაროს.
   უმაღლესი საარჩევნო კომისია შეეცდება ყველა ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ოპერატიულად და დროულად გასცეს. კენჭისყრის დღეს ბრიფინგები გაიმართება დაახლოებით შემდეგი გრაფიკით

1.  9-ის ნახევარზე -  უბნების გახსნის შესახებ
2.  13 საათზე 12 საათიანი აქტივობის შესახებ
3.  18 საათზე 17 საათიანი აქტივობის შესახებ
4. 20 საათსა და 30 წუთზე — უბნების დახურვის შესახებ

    თუმცა საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია დამატებითაც გადაიცემა და  ყველა სიახლე დაუყოვნებლივ განთავსდება უსკოს ვებ-გვერდზე www.sec.ge

    უმაღლესი საარჩევნო კომისია მაქსიმალურად მოკლე დროში შეაჯამებს შედეგებს. არჩევნების მეორე დღეს, ანუ 4 ნოემბერს დილით საარჩევნო უბნების უმრავლესობის შედეგები უკვე ცნობილი იქნება, კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათისა კი უკვე გამოცხადდება არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემები.
    
   არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტი დამკვირვებელთა სიმრავლეა. უმაღლესი საბჭოს არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 20-ზე მეტი საერთაშორისო და 9 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.


კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016