აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის ჯგუფმა განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი შუალედური ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ფონდების ფინანსური ანგარიშის შესახებ.
მასალების შესწავლის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი ასკვნის, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარდგენილი შუალედური ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდების შესახებ შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.