აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფთან
31 ოქტომბერი 2008

          31 ოქტომბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა შეხვედრა პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფთან, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ შეხვედრის მონაწილეებს არჩევნების საორგანიზაციო საკითხები და სადღეისოდ არსებული მდგომარეობა გააცნო. გადაწყდა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებულ კონკრეტულ ინფორმაციას უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან ერთად ინტერფრაქციულ ჯგუფსაც მიაწვდიან, წინადადებები განიხილება და დარღვევების დადასტურების შემთხვევაში მათზე სასწრაფო რეაგირება მოხდება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016