30 ოქტომბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო დამკვირვებელ ორგანიზაციებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოხდა ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ არასამთავრობო სექტორს დღეისთვის არსებული მდგომარეობა გააცნო, უფრო მეტი აქტიურობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მოწოდებულ ყველა წინადადებასა და შენიშვნას უმაღლესი საარჩევნო კომისია ოპერატიულად შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ კონკრეტულ მექანიზმებზეც, რომლებიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდში არასამთავრობო სექტორსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობას უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის.