ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა ტრენინგების სტრატეგია,რომელიც ტარდება 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, სამუშაო გეგმაში გათვალისწინებულია: 1. ტრენერთა ტრენინგი (TOT) 2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები : I ეტაპი – კომისიების მდივნების ტრენინგები (შემუშავებულ იქნა ახალი სასწავლო მოდული “საქმისწარმოება საარჩევნო კომისიაში”) II ეტაპი – კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის ტრენინგი III ეტაპი – რიგითი წევრების ტრენინგები IV ეტაპი – კენჭისყრის დღის ინსცენირება (საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ტრენერებთან ერთად მოახდენს კენჭისყრის დღის პროცედურების ინსცენირებას თითოეულ საარჩევნო უბანზე).