21 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა კომისიის სხდომა. სხდომაზე მიიღეს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესისა და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე და განკარგულება უმაღლესი საბჭოს წევრის დროებითი მოწმობის და ამომრჩევლის ბარათის ფორმის დამტკიცების შესახებ.