19 ოქტომბერს უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ტრადიციულია და თანამშრომლობის რეჟიმში ინფორმაციების ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს.
უსკოს თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ ესაუბრა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა დროულად მიაწოდონ უსკოს შენიშვნები და წინადადებები, რომლებზეც რეაგირება უსწრაფესად მოხდება.