ტრენინგი უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის
19 ოქტომბერი 2008
18-19 ოქტომბერს, სასტუმრო ,,სტამბულში" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენელმა ნინო დანელიამ ჩაატარა. ეს სწავლებები ემსახურებოდა PR სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმის დახვეწას. ტრენინგზე ისაუბრეს პრესსამსახურის საქმიანობაზე, მუშაობის პროცესზე, PR სამსახურის ეთიკასა და სხვა დეტალებზე, ასევე წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის თავისებურებებზე.
მსგავსი ტრენინგები მომავალშიც იგეგმება რაც ხელს შეუწყობს უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას..