უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 11 ოქტომბერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 3 ნოემბრის არჩევნებზე აკრედიტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეგიონში მოქმედი სხვა ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ მათ წინასაარჩევნო მიმდინარე პროცესები გააცნო, ესაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უსკოს მიერ არჩევნების თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მიზნით ხორციელდება და მოუწოდა თანამშრომლობის რეჟიმში არასამთავრობო სექტორმა უსკოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.
თავის მხრივ თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორიც მიესალმება. გადაწყდა, რომ ანალოგიური შეხვედრები უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეულად გაიმართოს.