აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

7 ოქტომბრის სხდომის შედეგები
07 ოქტომბერი 2008
     7 ოქტომბერს აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სახელობითი კენჭისყრით აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების  მე-13 წევრები. ვაკანსიები  მას შემდეგ გაჩნდა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ უარი თქვა საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნაზე. გამოცხადდა კონკურსი.კონკურსანტებს შორის კი  კომისიამ უპირატესობა შემდეგ კანდიდატებს მიანიჭა:
 
1. ბათუმის N79  ოლქში - ნანა ბირკაია
2. ქედის  N80 ოლქში - ვაჟა კურცხალიძე
3. ქობულეთის N81 ოლქში - ეკატერინე შევარდნაძე
4. შუახევის N82 ოლქში - ნუგზარ დავითაძე
5. ხელვაჩაურის N83  ოლქში - ირმა ქობულაძე
6. ხულოს  N84  ოლქში - ბადრი აბულაძე
 
 
       უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა საოლქო საარჩევნო კომისიაში პრესის წარმომადგენლის მოწმობა.
     სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარტიამ ახალი წევრი უმაღლეს საარჩევნო კომისიას 2 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს უმაღლესი საარჩევნო კომისია კონკურსის წესით 5 დღის ვადაში აირჩევს.(იხ. დადგ. 13).
 
 
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016