4 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე IFES -ის წარმომადგენელს დიქსონ ბეილის შეხვდა. დიქსონ ბეილი 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციების მოხელეებისათვის ტრენინგის პროექტის ხელმძღვანელია და ბათუმში მიმდინარე სწავლებებს უშუალოდ ესწრება. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი ტრენინგების მიმდინარეობას , არჩევნებისათვის მზადების პროცესს, საარჩევნო კომისიების საქმიანობას და იმ ღონისძიებებს შეეხო, რომელსაც უსკო მომავალი არჩევნების პროცესის გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის მიზნით ახორციელებს.