უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ წარმოადგინა წინასწარი შედეგები 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. წინასწარი შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად:
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
№4 |
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ |
14894 |
8.57% |
№5 |
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ |
24886 |
14.31% |
№6 |
„ევროპელი დემოკრატები“ |
920 |
0.53% |
№8 |
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ |
2381 |
1.37% |
№9 |
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ |
10896 |
6.27% |
№12 |
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ |
677 |
0.39% |
№20 |
„თავისუფალი საქართველო“ |
937 |
0.54% |
№21 |
„ტრიბუნა“ |
408 |
0.23% |
№25 |
„გახარია საქართველოსთვის“ |
15389 |
8.85% |
№36 |
„გირჩი“ |
3589 |
2.06% |
№41 |
„ქართული ოცნება” |
110130 |
57.43% |
უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა (21 ნოემბერს) თავის სხდომაზე შეაჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და შეადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რასაც შეჯამებისთანავე უსკო გამოაქვეყნებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
უმაღლესი საარჩევნო კომისია მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.