აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს შემაჯამებელი ბრიფინგი
26 ოქტომბერი 2024

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რეგიონის 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38 % შეადგენს.
251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბანი. მონაცემები:
66 ტრადიციული უბნის მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება უსკოს ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ამომრჩევლის 95% ხმას ელექტრონული საშუალებების მეშვეობით აძლევდა. პროცესმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
21 საათის მდგომარეობით, სულ ბათუმის საოლქო კომისიაში შემოსულია 78 საჩივარი, ქედაში -1, ქობულეთში -7, შუახევში -3, ხელვაჩაურში -6, ხულოში- 6, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ სამართლებრივი მსვლელობა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის ამომრჩევლებსა და თითოეულ საარჩევნო ადმინისტრატორს. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი მოდერნიზებული არჩევნები, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენებით ჩატარდა. ამომრჩეველმა სიახლე მარტივად მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საინფორმაციო კამპანია ეფექტური იყო.

 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016