ინფორმაცია აჭარის რეგიონის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 26 ოქტომბრის 12:00 საათის მდგომარეობით:
N79 ბათუმის ოლქი - გამოცხადებულია 29 215 ამომრჩეველი (18,93%);
N80 ქედის ოლქი - გამოცხადებულია 3171 ამომრჩეველი (20.35%);
N81 ქობულეთის ოლქი - გამოცხადებულია 13 577 ამომრჩეველი (20.5%);
N82 შუახევის ოლქი - გამოცხადებულია 2829 ამომრჩეველი (19.57%);
N82 ხელვაჩაურის ოლქი - გამოცხადებულია 9806 ამომრჩეველი (22.66%);
N82 ხულოს ოლქი - გამოცხადებულია 3899 ამომრჩეველი (16.79%);
სულ აჭარა: 62 497 ამომრჩეველი- 19.71%.
ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, საკუთარი უბნის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოსა და უსკოს ვებგვერდებზე.
გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა არის ფარული და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.
საარჩევნო ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან და შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში.
დღის მანძილზე გაიმართება რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგი. საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.