აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით
26 ოქტომბერი 2024

ამ დროისთვის აჭარის რეგიონის 317 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 317 119-ს შეადგენს.
გაგაცნობთ ინფორმაციას აჭარის რეგიონის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 26 ოქტომბრის 10 საათის მდგომარეობით:
N79 ბათუმის ოლქი - გამოცხადებულია 11 577 ამომრჩეველი (7.5%);
N80 ქედის ოლქი - გამოცხადებულია 1310 ამომრჩეველი (8.41%);
N81 ქობულეთის ოლქი - გამოცხადებულია 5132 ამომრჩეველი (7.75%);
N82 შუახევის ოლქი - გამოცხადებულია 1216 ამომრჩეველი (8.41%);
N82 ხელვაჩაურის ოლქი - გამოცხადებულია 3958 ამომრჩეველი (9.15%);
N82 ხულოს ოლქი - გამოცხადებულია 1519 ამომრჩეველი (6.54%);
სულ აჭარა: 24 712 ამომრჩეველი- 7.79%.
ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, საკუთარი უბნის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოსა და უსკოს ვებგვერდებზე.
გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა არის ფარული და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.
საარჩევნო ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან და შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში.
დღის მანძილზე გაიმართება რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგი. საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016