26 ოქტომბერს უმაღლესი საარჩევნო კომისია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, მედიისთვის რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება უსკოს ოფიციალური ვებგვერდის და უსკოს ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი უმაღლეს საარჩევნო კომისიაში:
პირველი ბრიფინგი:08:30 სთ;
მეორე ბრიფინგი: 10:30 სთ;
მესამე ბრიფინგი: 12:30 სთ;
მეოთხე ბრიფინგი: 15:30 სთ;
მეხუთე ბრიფინგი: 17:30 სთ;
მეექვსე ბრიფინგი: 20:30 სთ;
მეშვიდე ბრიფინგი:22:00 სთ.
ნებისმიერი სახის ინფორმაციას ამომრჩეველი მიიღებს უსკოს ცხელი ხაზის საშუალებით, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. 08 00 00 00 10.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა განრიგი შეიცვალოს.