აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს საინფორმაციო აქცია გრძელდება
25 ოქტომბერი 2024

დღეს, ამომრჩეველთა ინფორმირების აქციის ფარგლებში, უსკოს წარმომადგენელი ბათუმის ხელოვნების მუზეუმს ეწვია, სადაც სსიპ აჭარის მუზეუმისა და ბათუმის სხვადასხვა მუზეუმის თანამშრომლები შეიკრიბნენ.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ბიულეტენის ნიმუშები, რომელზეც ამომრჩევლებმა თავად გააფერადეს წრე. შეხვედრის მონაწილეებს ხაზგასმით განემარტათ რომ, აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს ერთ ბიულეტენს, სადაც დატანილი იქნება ორი სვეტი, ერთი საქართველოს პარლამენტისთვის, მეორე კი უმაღლესი საბჭოსთვის. ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით ორივე სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი პარტიის წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე).
ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016