აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო აქციის მესამე დღე
23 ოქტომბერი 2024

აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო აქციის კვირეულის ფარგლებში, დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში ამომრჩევლებს დაურიგეს საინფორმაციო ფლაერები 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ბიულეტენის ნიმუშები, რომელზეც ამომრჩევლებმა თავად გააფერადეს წრე. დღესვე უსკოს წარმომადგენლები შეხვდნენ ამომრჩევლებს ქობულეთისა და ბათუმის აგრარულ ბაზარში, ბათუმის პლაზის სავაჭრო ცენტრში, ხოფის ბაზრობასა და გრანდ მოლში. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს ერთ ბიულეტენს, სადაც დატანილი იქნება ორი სვეტი, ერთი საქართველოს პარლამენტისთვის, მეორე კი უმაღლესი საბჭოსთვის. ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით ორივე სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი პარტიის წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე).
აღნიშნული საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებს დაეხმარება კენჭისყრის დღეს მომზადებული შეხვდნენ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას და სწორად შეავსონ ბიულეტენი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016