აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

საინფორმაციო შეხვედრები ამომრჩევლებთან
22 ოქტომბერი 2024

დღეს, ამომრჩეველთა ინფორმირების აქციის ფარგლებში, უსკოს წარმომადგენლები ეწვივნენ ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, აჭარის საარქივო სამმართველოს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ასევე, შედგა გასვლითი შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრაზე ამომრჩევლებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ბიულეტენის ნიმუშები, რომელზეც ამომრჩევლებმა თავად გააფერადეს წრე. შეხვედრის მონაწილეებს ხაზგასმით განემარტათ რომ, აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს ერთ ბიულეტენს, სადაც დატანილი იქნება ორი სვეტი, ერთი საქართველოს პარლამენტისთვის, მეორე კი უმაღლესი საბჭოსთვის. ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით ორივე სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი პარტიის წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე).
უსკო იმედოვნებს, რომ აღნიშნული აქცია ამომრჩევლებს დაეხმარება კენჭისყრის დღეს მომზადებული შეხვდნენ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას და სწორად შეავსონ ბიულეტენი.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016