აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოში 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა
20 ოქტომბერი 2024

დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე დასაკვირვებლად. 20 ოქტომბრისთვის უსკოში რეგისტრირებულია 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ მიერ რეგისტრაციისათვის განაცხადების შემოტანის ვადა უკვე ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად. რეგიონის ამომრჩეველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესი საბჭოს 21 წევრს აირჩევს.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016