აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს თავმჯდომარე IRI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
18 ოქტომბერი 2024

უსკოს თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიან დამკვირვებლებს დანიელ ქერექეშს და ანა ზანეჩს შეხვდა.
სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიეწოდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ. განხილულ იქნა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული საინფორმაციო კამპანია. ასევე, საუბარი შეეხო ყველა იმ საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალს, რომელიც მნიშვნელოვანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებისთვის.
უსკო მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინტერესს და ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016